ყურძნისეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატის „სანავარდო“ შემადგენლობაში შემავალი ფენოლური ნაერთები
ლალი ელანიძე, Lali Elanidze · Open Science · 2022
Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.
Open Science · OpenAlex · conference-paper · 2022
Abstract
ჩატარებულია რქაწითელის ჯიშის ყურძნისგან ახალი ტექნოლოგიით დამზადებული ბიოლოგიურად აქტიური დანამატის (ბად) „სანავარდო“ ზოგიერთი ფენოლური კომპონენტის კვლევა. გამოვლენილია მდიდარი და მრავალფეროვანი ფენოლური ნაერთების სპექტრი, რომელიც წარმოდგენილია: საერთო ფენოლების-10გ/ლ; ოლიგომერული პროანტოციანიდინების - 3,2 გ/ლ; პოლიმერული პროანტოციანიდინების -5,1 გ/ლ; კატექინების - 800მგ/ლ; ფენოლმჟავების, მათ შორის: გალის, პროტოკატექის, 4-ოქსიბენზოის, პარა-კუმარის, ფერულის, იასამნის, ვანილინის სახით. ბად-ის ფენოლური კომპონენტები, რომლებიც ხასიათდება მაღალი ბიოლოგიური აქტივობით, განაპირობებს მის ანტიოქსიდანტურ, ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ, ანტისიმსივმურ, ანტიანთებით მოქმედებას და შესაბამისად, ბად-ის ფუნქციურ დანიშნულებას პრევენციული და სამკურნალო-პროფილაქტიკური თვალსაზრისით.
Open the resolved locator · 10.48616/openscience-93
Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)