go-v.orgdoi

სახარებისეული „მკალისა“ და „ველური თაფლის“ განმარტებისათვის

ბარნაველი, მაია, Barnaveli, Maia · Open Science · 2018

  • DOI 10.48616/openscience-572
  • Publisher OpenAlex
  • Type article
  • Issued 2018

Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.

Open Science · OpenAlex · article · 2018

Abstract

სტატიაში განხილულია სახარებაში ნახსენები იოანე ნათლისმცემლის საკვების „მკალისა“ და „თაფლი ველურის// ველისას“ მნიშვნელობის განმარტება, თარგმანება. მათეს და მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ: „ხოლო თავადსა იოვანეს ემოსა სამოსლად თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური“ (მათე, 3:4); „და ემოსა იოვანეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა, და ჭამდა მკალსა და თაფლსა ველისასა//ველურსა. (მარკ.

1:6). ტერმინ „მკალისა“ და „ველური//ველის თაფლის“ შესახებ აზრთა სხვადასხვაობა(//დისკუსია) დაწყებულია ადრეული საუკუნეებიდან და დღემდე გრძელდება. ძველ ქართულ ხელნაწერებში -ბერძნული ჰომილიების ან სასულიერო შრომების თარგმანებში, ისევე, როგორც მათ ბერძნულ დედნებში - და სწორედ ბერძნული დედნიდან გამომდინარე - ხშირად გვხვდება განმარტებები სიტყვების „მკალი“ და „თაფლი ველურის“, ანუ „მელაგრიის“ - შესახებ. ამ სიტყვათა თარგმანება-განმარტება გვხვდება ასევე ქართულ ორიგინალურ ტექსტებშიც. სტატიაში ვეცდებით მოვიყვანოთ იმ შეხედულების სასარგებლო არგუმენტები, რომლის მიხედვით, ეს ტერმინები მხოლოდ მცენარეულ საკვებს აღნიშნავს. ამ თემაზე გამოქვეყნებული გვაქვს სტატია 2007 წელს. ახლა, 11 წლის შემდეგ, ჩვენ მოვიძიეთ მეტი არგუმენტი როგორც ძველი ხელნაწერებიდან, ასევე თანამედროვე კვლევებიდანაც და მათ წარმოგიდგენთ ამ ნაშრომში.

Open the resolved locator · 10.48616/openscience-572

Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)