go-v.orgdoi

სურათხატოვანი მეტაფორა ინგლისურ და ქართულ ელექტრონულ მედიაში

ნამიჭეიშვილი, ხატია, Namicheishvili, Khatia · Open Science · 2024

  • DOI 10.48616/openscience-535
  • Publisher OpenAlex
  • Type dissertation
  • Issued 2024

Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.

Open Science · OpenAlex · dissertation · 2024

Abstract

მეტაფორის კვლევა განსაკუთრებულად აქტუალური და მნიშვნელოვანი გახდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან. ამის მიზეზი თანამედროვე ცხოვრების სტილი და მისი თანმდევი ტენდენციები, მაგალითაც სოციალური ქსელების, სარეკლამო სფეროსა და ციფრული მედიის განვითარება უნდა იყოს. თანამედროვე სამყაროს ტენდენციები, ელექტრონულ მედიაში კომუნიკაციის ნახევრადვერბალური ან არავერბალური გზებისადმი მზარდი ინტერესი, სტილისტური ხერხებისა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში რეალიზების თავისებურებებისადმი ჩემი ინტერესი, გახლავთ საკითხით დაინეტრესების მიზეზები. საინტერესოა როგორ ხდება მეტაფორის რეალიზება არავერბალური გზით ელექტრონულ მედიაში, როგორც ეს სურათხატოვანი მეტაფორის შემთხვევაში გვაქვს მოცემული. წინამდებარე ნაშრომი ელექტრონულ მედიაში, კონკრეტულად, პრესასა და სოციალურ ქსელში არსებული სურათხატოვანი მეტაფორის ნიმუშებზე დაკვირვებით, შეისწავლის ამ ტიპის მეტაფორის გამოვლინების ფორმებსა და ფუნქციებს ელექტრონულ მედიაში. პრესიდან მოყვანილი მაგალითები მოიცავს ქართულ და ინგლისურენოვან ინტერნეტგამოცემების სტატიებს, თანდართულ ფოტოებთან ერთად. სოციალური ქსელიდან აღებული მასალა მოიცავს ფეისბუკზე ფართოდ გავრცელებულ მიმებსა და გიფებს. კვლევისას გამოყენებულია თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგია. შესაბამისად, დისერტაცია მოიცავს თეორიულ კვლევას, რომელიც წარმოდგვიდგენს ელექტრონულ მედიაში სურათხატოვანი მეტაფორის გამოყენების ფორმებისა და ფუნქციების კომპლექსურ, მულტიდისციპლინურ მოდელს და პრაქტიკულ კვლევა-ექსპერიმენტს, რომელიც ადასტურებს დისერტაციაში წარმოდგენილ თეორიულ ცოდნას. კვლევის თეორიული საფუძველი გახლავთ კონცეპტუალური მეტაფორის კვლევა (Lakoff & Johnson, 1980) და, კონკრეტულად, ჩარლზ ფორსვილის (Forceville, 2016) მიერ შემოთავაზებული თეორია, რომელშიც გამოიყოფა ოთხი ტიპის სურათხატოვანი მეტაფორა. დისერტაციაში განხილული მაგალითები არავერბალური ან ნაწილობრივ ვერბალური კომუნიკაციის ნიმუშებია; შესაბამისად, ხდება მათი მისადაგება იაკობსონის საკომუნიკაციო მოდელთან (Jakobson, 1960). დისერტაციის დასკვნაში შეჯამებულია ნაშრომში წარმოდგენილი თეორიული კვლევისა და განხილვა-შესწავლის შედეგები. დისერტაციას თან ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია, სადაც წარმოდგენილია ნაშრომში გამოყენებული სამეცნიერო პუბლიკაციების შესაბამისი ბმულები. აგრეთვე, იმ ელექტრონულ გამოცემათა და ფეისბუქ გვერდების ბმულები, საიდანაც ამოკრეფილია ნაშრომში განხილული მაგალითები.

Open the resolved locator · 10.48616/openscience-535

Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)