go-v.orgdoi

„ქართული სამზარეულო“, როგორც ეროვნული იდენტობის ნარატივი

კუნჭულია, ესმა, Kunchulia, Esma · Open Science · 2023

  • DOI 10.48616/openscience-532
  • Publisher OpenAlex
  • Type dissertation
  • Issued 2023

Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.

Open Science · OpenAlex · dissertation · 2023

Abstract

ჩვენი ნაშრომი პირველი ინტერდისცილინური აკადემიური კვლევაა, სადაც პირველ ქართულ სამზარეულო წიგნს ნაციონალიზმის, კულტურისა და მეხსიერების კვლევების თეორიებით შევისწავლით. ამ თეორიებით საკითხის შესწავლიდან კარგად გამოჩნდა, რომ წიგნი „ქართული სამზარეულო“ ნაციონალიზმის ეპოქის არტეფაქტია და ეროვნული იდენტობის შენებაში იღებდა მონაწილეობას. ეროვნულ სამზარეულოთა შექმნის სქემა კი ასე გამოიყურება: სამშობლოს ტერიტორიაზე არსებული რეგიონული კერძები, რომელნიც ეთნიეების წიაღში წარმოიშვა, ნაციონალიზმის მოთხოვნით ეროვნულ სამზარეულო კრებულებში გაერთიანდა. კრებულში მოექცა სხვადასხვა კუთხის (მდიდართა და ღარიბთა, სამარხვო და ხსნილი) კერძები და ყოველი ერისწევრის საკუთრებად დამკვიდრდა. ერად გაერთიანების პროცესში ეთნიეების მრავალფეროვანი, ზეპირი, მაგრამ დაქსაქსული ტრადიციები მოდიფიცირებული, სტანდარტიზებული ნაციონალური ისტორიით ჩანაცვლდა (სმითი, 2014: 37). ჩვენი კვლევა ადასტურებს, რომ „ქართული სამზარეულო“ ბევრად მეტია, ვიდრე სამზარეულო რეცეპტების კრებული და XIX საუკუნის დიასახლისთა მხარდაჭერა. სიტყვა-კოდი „ქართული“ და წიგნის ნაციონალიზმის გარიჟრაჟზე დაბადება უტყუარი ნიშნებია მისი ეროვნულ პროექტში ჩართულობისა. ჩვენი ნაშრომის სიახლეს წარმოადგენს ეროვნული იდენტობის ნარატივთა ფონდში იდენტობის ახალი ტექსტის - „ქართული სამზარეულოს“ განთავსება. მისმა, როგორც კულტურის ტექსტის კვლევამ, საშუალება მოგვცა გაგვეაზრებინა რა როლი აქვს დღეს ეროვნულ სამზარეულოს ერის წევრთათვის. ჩვენი ნაშრომი გააფაროვებს წარმოდგენას არა მხოლოდ ქართული ეროვნული სამზარეულოს შესახებ, არამედ გაამდიდრებს ცოდნებს ქართულ ნაციონალიზმსა და კულტურულ იდენტობაზე.

Open the resolved locator · 10.48616/openscience-532

Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)