პოსტსაბჭოთა ურბანული ტრანსფორმაცია და ისტორიული მეხსიერების რეპრეზენტაცია საქართველოსა და ლატვიაში (ფოთი და ლიეპაია)
კომახიძე, ბორის, Boris Komakhidze · Open Science · 2024
Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.
Open Science · OpenAlex · dissertation · 2024
Abstract
სადისერტაციო ნაშრომი ეხება პოლიტიკური იდეოლოგიების მეხსიერებით და თანამედროვე სოციალური კონტექსტით განპირობებული სოციალური ემოციების მანიფესტაციას, საქართველოსა და ლატვიის ქალაქების ფოთისა და ლიეპაიას მოქალაქეთა ცხოვრებასა და აღქმებს, რომლებიც განსაზღვრავენ ამ ურბანული არეალების თანამედროვე კულტურულ-მორალურ მდგომარეობას. სივრცითი კონსტრუქციისა და მეხსიერების გააზრების კონტექსტში, იდეოლოგიათა ხილვადობის და ძალაუფლების ლეგიტიმაციის ვარიაციების, მათი სოციალური ინტერპრეტაციების და ურბანულ-სივრცითი რეაქციების გზით, ნაშრომი წარმოაჩენს, როგორ განხილვადდება ქალაქების ინფრასტრუქტურა დაარქიტექტურა, სოციალური ემოციებით, რომელთა სენსორული აღქმები ადგილობრივებს უჩენს სიამაყის, სირცხვილისა და გაურკვევლობის განცდებს.
2019-2023 წლებში ჩატარებული ეთნოგრაფიული კვლევა, ლიეპაიასა და ფოთის შესახებ, წარმოაჩენს, როგორ ახდენენ ადამიანები ინტერაქციას ისეთ ინფრასტრუქტურასთან, რომელიც დაკავშირებულია ცარისტულ იმპერიალიზმთან, საბჭოთა-სოციალიზმთან, ნაციონალიზმთან, პოსტსოციალიზმისა და ნეოლიბერალულიდეოლოგიებთან. ნაშრომში, პოსტსოციალისტური (და) ნეოლიბერალური ქალაქების ეთნოგრაფიული შესწავლის არეალი დაკავშირებულია, ქართულ და ლატვიურ ურბანულ გამოცდილებასთან და მათი ყოველდღიური გააზრების პრაქტიკასთან, რომ აჩვენოს არქიტექტურული გარემოს გააზრების მორალური არტიკულაცია, ისტორიულად და გეოპოლიტიკურად ერთმანეთთან ერთდროულად დაკავშირებულ და განსხვავებულ საქართველოსა და ლატვიის ქალაქებში. სადისერტაციო ნაშრომი აჩვენებს, როგორ მოქმედებენ, ერთი მხრივ, იდეოლოგიები და მათი გამოცდილება ადამიანის აღქმებსა და ემოციებზე, ხოლო მეორე მხრივ, როგორ რეპრეზენტირდება ყოველდღიური ყოფა, ურბანული ინფრასტრუქტურის მორალურობის გააზრების მეშვეობით. კონკრეტულად, ნაჩვენებია ქალაქის სივრცით არეალებში ფორმირებული სამრეწველო, სამხედრო, კულტურული, სოციალური, საპორტო ინფრასტრუქტურა. მათი ცვალებადობა, მოდიფიკაცია, ტრანსფორმაცია, ადამიანებს უჩენს განცდას, რომ პოსტსოციალისტური გარდაქმნების პირობებში და შემდგომ განვითარებული პროცესების შედეგად ფორმირებული სივრცეების ემოციური გააზრება, ინფრასტრუქტურის ამორტიზების, განადგურების, შექმნის, სამრეწველო პრივატიზებისა და ტრანსფორმირების განხილვადების ინსტრუმენტებია. ნაშრომი ეთნოგრაფიული ანალიზის საფუძველზეპოლიტიკური ძალაუფლების სიმბოლური მანიფესტაციის სოციალურ არამდგრადობას წარმოაჩენს. შედეგად, დასტურდება, რომ ადამიანების ურთიერთობით, სოციალურად და ისტორიულად ფორმირებულ ინფრასტრუქტურასთან, შესაძლებელია დავინახოთ იდეოლოგიათა ხილვადობის პრაქტიკის დროებითი ბუნება, სადაც ურბანული ინფრასტრუქტურა, ისევე როგორც ადამიანის ემოციური მდგომარეობა ერგება თანამედროვე იდეოლოგიურ წესრიგს.
Open the resolved locator · 10.48616/openscience-531
Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)