go-v.orgdoi

ვენჩერული კაპიტალის როლი სტარტაპების განვითარებაში: საქართველოსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის კომპარატიული ანალიზი

სარჯველაძე, ბექა, Beka Sarjveladze · Open Science · 2024

  • DOI 10.48616/openscience-485
  • Publisher OpenAlex
  • Type article
  • Issued 2024

Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.

Open Science · OpenAlex · article · 2024

Abstract

სტარტაპების განვითარება ქვეყნის, კერძოდ კი – საქართველოს, ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, სტარტაპების განვითარებაში კი თავის მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი წილი მიუძღვის ვენჩერული (სარისკო) კაპიტალის დაფინანსებას, რომლითაც სტარტაპი ერთგვარ ფუნდამენტურ კაპიტალის მოიზიდავს და შედეგად ხდება სტარტაპის განვითარება ინვესტორის დახმარებით წილის სანაცვლოდ. ვენჩერული კაპიტალის არსიც კი სწორედ ამაში მდგომარეობს – ინვესტორი მისთვის საინტერესო, პერსპექტიულ სტარტაპში აინვესტირებს თანხას წილის სანაცვლოდ, სტარტაპი კი იღებს ფულად სახსრებს და ინვესტორის თანადგომას სტარტაპის განვითარებისთვის. ნაშრომში წარმოდგენილია ვენჩერული კაპიტალის არსი, ზოგადი მიმოხილვა, მისი მნიშვნელობა სტარტაპებში. ანალიზის განსახორციელებლად პირველ რიგში შესწავლილი და განხილულია ვენჩერული კაპიტალის გავლენის შეფასება, ვენჩერული კაპიტალის ბაზრის მიმოხილვა ქართულ სტარტაპებში, საქართველოს და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების სტარტაპების ბოლო რამდენიმე წლის სტატისტიკური ანალიზი და შედეგად ამ ქვეყნების კომპარატიული ანალიზი, რომელიც დაგვანახებს მსგავსებებს და განსხვავებებს საქართველოსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ვენჩერული კაპიტალის ბაზრებს შორის. შედეგად კი დავინახავთ სურათს თუ როგორი სიტუაციაა საქართველოსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის მსგავს ქვეყნებს შორის და რამდენად დიდი განსხვავებაა მათ შორის. გარდა ფინანსური კუთხით სტატისტიკური ანალიზისა, ასევე, განხილულია ვენჩერული კაპიტალის დაფინანსებაზე მოქმედი ფაქტორები, ისეთები როგორიცაა, ინვესტორის ქცევის ანალიზი ქართულ და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და სახელმწიფო მექანიზმები, რომლებიც ხელს უწყობენ ან ხელს უშლიან ვენჩერული კაპიტალის დაფინანსებას ქვეყანაში, შედეგად კი მოხდება მათი ანალიზი საქართველოსა და ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებს შორის. დასკვნაში კი აღწერილია ის ფაქტორები, რომლებიც გამოვლინდა ჩატარებული ანალიზების შედეგად, შესაბამისად მოცემულია რეკომენდაციები, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ სტარტაპებმა, ინვესტორებმა, პოლიტიკის შემქმნელებმა, რათა გაძლიერდეს ქვეყნის სტარტაპ ეკოსისტემა და შედეგად მოხდეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარება.

Open the resolved locator · 10.48616/openscience-485

Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)