ოქსიდენტალიზმი და ორიენტალიზმი XIX საუკუნის ქართულ არქიტექტურაში
ყარსელიშვილი, ეკატერინე, EKATERINE KARSELISHVILI · Open Science · 2023
Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.
Open Science · OpenAlex · article · 2023
Abstract
კვლევის მიზანია, არქიტექტურული ნიმუშების შედარებითი ანალიზის საფუძველზე. კოლონიალიზმის ეპოქაში, მე-19 საუკუნის დასაწყისში, თითქმის ერთმანეთის პარალელურად გაჩენილი ორი მიმდინარეობის, ევროპეიზმისა და ორიენტალიზმის ფენომენის ახსნა. ეს საკითხი ჩემთვის სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობისას გამოიკვეთა, თუმცა, სათანადო ყურადღება ვერ გამახვილე საკითხის კომპლექსურობის გამო. ახლა კი შევეცდები ამ თემაზე მუშაობის საწყისი ეტაპი წარმოვადგინო. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი კოლონიალიზმის შედეგია, მათი მიმართება განსაკუთრებით საინტერესოა ამ პერიოდის ქართულ არქიტექტურასთან, რადგან საქართველოში მანამდეც კარგად იცნობდნენ, როგორც აღმოსავლურ, ასევე, დასავლურ სტილს, თუმცა, საინტერესოა, რამდენად ინარჩუნებდა ის საკუთარ ხაზს ამ გლობალურ სტილთა პარალელურად, რადგან, ამ დროს კიდევ ერთხელ პოპულარული ხდება ეროვნული სტილი, ე.წ. revivalism. სწორედ ამიტომ ვფიქრობ, საინტერესო შედეგი უნდა მოგვცეს ქართული და ირანული მაგალითების შედარებამ, რადგან ამ დროს ისინი გლობალური მოთამაშეების ველს წარმოადგენდნენ.
Open the resolved locator · 10.48616/openscience-266
Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)