ორიენტალური მოტივები თბილისური აივნების დეკორში
ყარსელიშვილი, ეკატერინე, EKATERINE KARSELISHVILI · Open Science · 2022
Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.
Open Science · OpenAlex · article · 2022
Abstract
XVIIIXIX საუკუნეები თბილისის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ხანაა, რაც არაერთ საგულისხმო მოვლენასა და კითხვას წარმოაჩენს. მათგან ერთერთი მნიშვნელოვანია აღმოსავლური გავლენის კვალი თბილისის სამოქალაქო ხუროთმოძღვრების სამკაულში, რომელიც ქართველი და უცხოელი ხელოვნებათმცოდნეების მიერ საფუძვლიანად კულტურულ კონტექსტში სინქრონული და დიაქრონიული ასპექტებით არ განხილულა. ასევე, არ გამოკვლეულა საკუთრივ არქიტექტურული ფორმების განვითარების ისტორია და XVIIIXIX საუკუნეების მიჯნის საქალაქო არქიტექტურის სხვადასხვა ასპექტი ფართო, ინტერდისციპლინურ ჭრილში. თუმცა ნათელია, რომ ისტორიული და კულტურული თვალაზრისით, უაღრესად საინტერესო ამ პერიოდის არქიტექტურას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მხატვრული მიდგომების, ესთეტიკის, მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბების კონტექსტში. თემის მიზანია წარმოვაჩინოთ რა მიმართებაშია XVIIIXIX საუკუნეების მიჯნის ქართული სამოქალაქო არქიტექტურა და მისი უმთავრესი დეკორატიული ელემენტიორნამენტი აღმოსავლური ხელოვნების ტრადიციასთან რაგვარადაა დაკავშირებული უცხოური გავლენები ქართულ ხუროთმოძღვრულ ორნამენტთან და რამ განაპირობა ამ პროცესების წარმართვა? საუკუნეების განმავლობაში, ქართული სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობა ორი სამყაროს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის შესაყარზე ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა განსხვავებული კულტურული ტრადიციების სინთეზისთვის. ამ შემთხევაში ისტორიული კონტექსტთან ერთად უმნიშვნელოვანესია შემდეგი საკითხები: როგორ უყურებს რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველო წარსულს, როგორ იაზრებს ის აწმყოს, განიხილავს კულტურულ პროცესებს რუსეთის იმპერიის გუბერნიიდან, თუ კავკასიის გეოპოლიტიკური ცენტრიდან? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ვფიქრობ, დაგვეხმარება იმ დროის თბილისში გავრცელებული ორნამენტული სტილებზე (უფრო ძველი სპარსულისლამური, თანამედროვე ორიენტალისტური, ქართული) მათ ურთიერთმიმართებაზე თვალის მიდევნება. ამდენად, ქართულ ხუროთმოძღვრებაში ამ ურთიერთგავლენის პროცესის, მისი განვითარების ეტაპების და საბოლოო შედეგის განხილვა უაღრესად საინტერესოდ გვესახება და ვფიქრობთ, უთუოდ მნიშვნელოვანი ცოდნის მომცემი იქნება იმდროინდელი ქართული მხატვრული გემოვნების გაცნობიერებისთვის, რომლის ფორმირებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც დამკვეთის, ასევე ხუროთმოძღვრისა და ზოგადად, საზოგადოებრივმა მსოფლაღქმამ. კვლევა განხორციელდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით [გრანტის ნომერიMR-21-628].
Open the resolved locator · 10.48616/openscience-265
Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)