მოდის ნიშნთა დეკონსტრუქცია და სემიოტიკური ანალიზი
მგალობლიშვილი, ნინო, Mgaloblishvili, Nino · Open Science · 2013
Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.
Open Science · OpenAlex · conference-paper · 2013
Abstract
წინამდებარე ნაშრომში ჩვენ განვიხილავთ მოდის სემიოტური ანალიზისა და დისკურსის დეკონსტრუქციის პროცესს, რომელიც წარმოდგენილია ცნობილი პოსტმოდერნისტი მეცნიერების რ.ბარტისა და ჟ.ბოდრიიაირის კვლევებში. მათ ნაშრომებში მოდის ფენომენი განიხილება, როგორც ტანსაცმლისა და ცხოვრების, სახის, ნიშნისა და საქმის შორის ურთიერთობის მისტიფიცირებული სისტემა. რ.ბარტი მოდის მკვლევარებს სთავაზობს ახალ მეთოდს. რ.ბარტის კონცეფციაში მოდის ფენომენის სემიოტური შესწავლა ემყარება სტრუქტურალისტურ მიდგომებს. მის კლასიკურ ნაშრომში „მოდის სისტემა“ (1967) ტანსაცმლის მოხმარების კულტურა განიხილება, როგორც „ნიშნით მანიპულირების სისტემატური აქტი“.
Open the resolved locator · 10.48616/openscience-245
Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)