ვესტიმენტარული მოდა პოსტსაბჭოთა საქართველოში (1990 წლებიდან 2017 წლამდე)
მგალობლიშვილი, ნინო, Mgaloblishvili, Nino · Open Science · 2021
Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.
Open Science · OpenAlex · article · 2021
Abstract
მოდის ზოგადი თეორიის შექმნის აუცილებლობამ, მოდის პრაქტიკების ცოდნისადმი ახალი მიდგომების ძიების აქტუალობამ გამოიწვია პრიორიტეტების შეცვლა ტანსაცმლის დიზაინის მდგომარეობის გააზრებისას. აშკარა ხდება, რომ მის ძირითად მოთხოვნილებას დღეისთვის არც ტანსაცმლის ახალი მოდელების შექმნა წარმოადგენს და არც მისი მოდელირების ახალი მეთოდების ძიება, თუმცა ეს კვლავ აუცილებელია და ასეთად დარჩება მომავალშიც. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა კარგი თეორია, ახალი ხედვის ჩამოყალიბება ტანსაცმლის დიზაინზე, როგორც დარგზე, რომელსაც თავისი ისტორია და განსაკუთრებული დანიშნულება აქვს, რომელიც უფრო ტევადია, ვიდრე უბრალოდ ,,ნივთების დამზადების’’, ტანსაცმლის კერვის ხელოვნება. ამ ფონზე, ბოლო წლების განმავლობაში, უფრო და უფრო ნათლად ფიქსირდება მოდის თემატიკის ლიტერატურის მასობრივი გამოცემის ტენდენცია. ეს სამართლიანიცაა. მოდა პრაქტიკულად ადამიანის ცხოვრების ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც საქმიანობის ნებისმიერი სხვა სფერო. მასაც აქვს უფლება სამეცნიერო კვლევისა მიდგომის ობიექტი გახდეს. იბადება კითხვა - შესაძლებელია თუ არა, რომ, ისეთი კრეატიული სფერო, როგორიც მოდაა, მეცნიერება იყოს ? მართებულია, თუ არა მეცნიერული მიდგომა მოდის შესწავლისადმი ? როგორც წესი მოდის სფერო ხომ მხოლოდ პრაქტიკული თვალსაზრისით იყო საინტერესო ?
XXI ს. დასაწყისში პასუხი მარტივია - მსოფლმხედველობებისა და ტრადიციული ფასეულობების შეცვლის შედეგად ყალიბდება ახალი მოდა, რომლის მდგომარეობა, ძირითადი მახასიათებლები და თვისებები მეტყველებენ მასზე როგორც თვითორგანიზების ელემენტების მქონე სისტემაზე. გარდა ამისა, კავშირი მოდისა და მეცნიერებას შორის არ არის რთული შესამჩნევი. მაგალითად, სფეროში მუშაობისთვის აუცილებელია გარკვეული ცოდნახელოვნების თეორიასა და ისტორიაში, ფილოსოფიაში, სოციოლოგიაში, ეკონომიკაში, ფსიქოლოგიაში, ქიმიასა და ფიზიკაშიც კი. ეს მოდის ფენომენის ის მდგომარეობაა, რომელიც მკვლევრებს აინტერესებს. დისციპლინათა ეს სრული ნაზავი თან სდევს მოდის ბიზნესის განვითარებასაც. ინდუსტრიაში მილიარდობით დოლარია მიზიდული, ხოლო, ათეული კუტურიების ნაცვლად, ასობით ათასი სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი. ასე რომ, - დიახ, მოდა მეცნიერებაა - მეცნიერება საზოგადოების, ხელოვნებასა და ბიზნესის შესახებ, რომელიც მოითხოვს ძალიან სერიოზულ დამოკიდებულებას ცივილიზებულ საზოგადოებაში. ქართულ ლიტერატურაში მოდა, როგორც რთული სოციალური და კულტურული ფენომენი, თეორიულად ჯერ არ არის სათანადოდ შესწავლილი. ნაშრომი ამ პრობლემის შევსებაზეა მიმართული. წიგნი აგებულია პრობლემურ-თემატური პრინციპის მიხედვით, კომპლემენტარულობის პრინციპზე. მისთვის დამახასიათებელია თანამედროვე „მრავალშრეებიანი“ თხრობა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი ხდება მკითხველის თეზაურუსის თანმიმდევრულად და სიღრმისეულად ჩამოყალიბება მოდის ფენომენის სფეროში. გამოკვლევაში შესრულებულია : სპეციალურ ლიტერატურაში დაქსაქსული თანამედროვე თეორიების სისტემურობაში მოყვანა და განზოგადება; მოდის, როგორც რთული ფენომენის, გააზრებისადმი ძირითადი თეორიულ-მეთოდოლოგიური მიდგომების განხილვა (XVIII საუკუნიდან თანამედროვეობამდე); XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე ტანსაცმელში ქართული მოდის განვითარების ძირითადი ტენდენციებისა წინააღმდეგობების გამოვლენა კულტურის კვლევათა პოზიციებიდან : მოდური პროცესის გააზრება საბჭოთა საზოგადოების სოციალურ-კულტურული სივრცის არქიტექტონიკაში; პოსტასაბჭოთა საქართველოში ტანსაცმლის მოხმარების იდენტურობის და ვიზუალური რეპრეზენტაციის, აგრეთვე ინდივიდუალობის გამოხატვის კონტექსტში (ტანსაცმლის მოხმარების კულტურა, კონსიუმერიზმი, როგორც მომხმარებლობის მასობრივი იდეოლოგიის ახალი ტიპი, ტანსაცმლის სტილები, ტანსაცმლის მოხმარება სტრატიფიკაციის კონტექსტში, ტანსაცმლის ახალგაზრდული და ზრდასრული კულტურა, სუბკულტურული სტილი, გენდერული კოდი ტანსაცმელში); ქართული მოდის ინდუსტრიის პრობლემებისა და ფორმირების სპეციფიკის განსაზღვრა; ქართული დიზაინ-განათლების მოდერნიზაციის პრობლემების და პერსპექტივების განხილვა და ა.შ. ამდენად, ნაშრომში წარმოდგენილია თანამედროვე ცოდნა მოდის შესახებ, ამ სფეროს სირთულეებითა და სინატიფით. ტრადიციული კლასიკური ანალიზის როგორც ერთიანის საწინააღმდეგოდ, გამოყენებული მიდგომა გულისხმობს მოდის სტილის, როგორც კონსტრუირებული, მრავლობითი და ფრაგმენტული მოვლენის, ახლებურად განხილვას. პრაქტიკების ანალიზი ორგანულად ეხამება მოდის თეორიის თეორიულ საფუძვლებს და ეყრდნობა ქართული სოციოკულტურული კონტექსტის ფაქტებსა და მაგალითებს. ამ კუთხით დანახული კოსტიუმი წარმოჩნდება როგორც რთული პოლისტრუქტურული სემიოტიკური ნიშანი, რომელიც ითავსებს ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვან სოციოკულტურულ და ზნეობრივ-ესთეტიკურ მახასიათებლებს. ნაშრომში გამოყენებული მეთოდოლოგიური სტრატეგია იძლევა საშუალებას დაისახოს ახალი ეტაპი ტანსაცმლის მოხმარების გააზრებაში. აქედან წამყვანია - მოდის ფენომენის კვლევა კულტურის კვლევების ჩარჩოებში. ასეთი მიდგომა შეუსწავლელია არა მარტო საქართველოში, არამედ არასაკმარისადაა დამუშავებული დასავლურ ჰუმანიტარულ მეცნიერებაშიც. ************** * * * * * * * ************** წიგნი „ვესტიმენტარული მოდა პოსტსაბჭოთა საქართველოში“ (1990 წლებიდან 2017 წლამდე) 2011-2017 წლებში იწერებოდა. მოდის თეორიული კონცეფციები, პრაქტიკა, თეორია, ისევ პრაქტიკა, მაგრამ უკვე თეორიის ჭრილში წარმოდგენილი. საინტერესოა, რომ უკვე XVII-XVIII ს.ს. დიდი მოაზროვნეები (Jean de La Bruyère, 1645-1696; Anthony Ashley Cooper, 3rd Earl of Shaftesbury, 1671-1713; Adam Smith,1723-1790; Immanuel Kant, 1724-1804, Georg Wilhelm Friedrich Hegel, 1770-1831და სხვ.) მოდას აღიქვამენ როგორც კანონმდებელს. გამოიკვეთა მოდის ფენომენის გამოყენებითი დეფინიციები (გემოვნება, სტილი, ტანსაცმელი, პრესტიჟი), დახასიათება ისეთი სოციალური თვისებებისა, როგორებიცაა მიმბაძველობა (ელიტის განსაკუთრებული როლი), ციკლურობა და ცვალებადობა. გაჩნდა მოდის ფილოსოფიური დისკურსი. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკულად ერთდროულად ა. სმითმაც («The Theory of Moral Sentiments», 1759) და ი. კანტმაც („Anthropology“, 1772-1796) მიუთითეს მოდის შესწავლის აუცილებლობაზე. თუმცა ისინი მხოლოდ საკითხის მიმოხილვით და მორალურ-ეთიკური, აღმზრდელობითი თვალსაზრისით შემოიფარგლებოდნენ და არა მეცნიერული ანალიზით. მოდის მეცნიერული შესწავლა მთელი სერიოზულობით XIX ს. ბოლოსა და XX ს. დასაწყისში დაიწყო. გაჩნდა პირველი თეორიები. ჰ. სპენსერის (The Principles of Ethics The Principles of Ethics, 1892—1893), გ. ტარდის (ფრანგ.
Les Lois de l’imitation 1890; ინგლ. The Laws of Imitation 1891), გ. ზიმელის (“Fashion”, 1904), თ. ვებლენის (The Theory of the Leisure Class, 1899), ვ. ზომბრტის (“Der moderne Kapitalismus”, 1928) და სხვათა კლასიკური კვლევებია. ამ პერიოდის შრომები განსაზღვრავს მოდას, როგორც მიბაძვის გამოვლენებას ( „Trickle-down theory“). თუმცა, კონცეფციები ვერ ჩამოყალიბდა „სისტემურ“ თეორებიად. XX ს. განმავლობაში სოციალური სტრუქტურის ტრანსფორმაციისა და ე.წ. მასობრივი საზოგადოების აღმოცენების გამო ეს მიდგომა კრიტიკის ობიექტად იქცა. მიუხედავად ამისა, საფუძველი ჩაეყარა მოდის თეორიის ბაზისურ ცნებებს. აღმოცენდა განმარტების ახალი მოდელები.
XX საუკუნის შუა წლებისთვის ჩამოყალიბდა სიმბოლური ფასეულობების მსოფლიო და ნაციონალური ბაზრები, კულტურის მენეჯმენტი და მარკეტინგი თითქმის წაიშალა მკვეთრი საზღვრები კლასებს შორის. მოდა ინდუსტრიად გადაიქცა, ფრანქფურტის სკოლის წარმომადგენლებმა შემოიღეს ტერმინი „მოდის ინდუსტრია“ - ფილოსოფოსი, სოციოლოგი, კულტუროლოგი და მუსიკალური კრიტიკოსი თეოდორ ვ. ადორნო; ფილოსოფოსი და სოციოლოგი მაქს ჰორკჰაიმერმა (“განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები”. თარგმ. გერმ.: დევი დუმბაძე. გამომც.: დევი დუმბაძე, თენგიზ ირემაძე.
Tb., 2012). გაჩნდა ახალი კონცეფციები. გ. ზიმმელის ზემოდან ქვემოთ ჩამოდინების თეორია (Trickle down theory) კრიტიკის ობიექტად იქცა. ამერიკელი მარკეტოლოგი, დოქტორი ჩარლზ უ. კინგი საკუთარი მარკეტოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე 1963 წელს გვთავაზობს ახალ კონცეფციას — მასობივი ბაზრის თეორიას — Trickle-across an mass market theory; 1970 წელს ამერიკელი მკვლევარი ჯორჯ ფილდი თავის ნაშრომში „ცვალებადი სტატუსის ფენომენი. ზევით მიმართული ინოვაციების დიფუზია“ („The Status Float Phenomenon.
The Upward Diffusion of Innovation” 1970) წარმოადგენს ჰიპოთეზას მოდის გავრცელების შებრუნებული წესის შესახებ - Trickle-up Theory. ამ თეორიის მიხედვით საზოგადოების ელიტა იმიტირებას უკეთებს დაბალი ფენების სტილს; ჰ. ბლუმერისა (”International Encyclopedia of the Social Sciences”, 1968 ) და პ. ბურდიეს (`Distinction: a Social Critique of the Judgement of Taste, დაიწერა1963-68 წლებში და 1979 წელს გამოიცა) ნაშრომებში შემუშვდა მოდის ახსნის კონცეფცია, დაფუძნებული კოლექტიურ ქცევებზე - მოდა, როგორც საბაზრო ეკონომიკის კატალიზატორი. კერძოდ, ჰ. ბლუმერმა წარმოადგინა მოდის სოციალური ფუნქციის სხვადასხვა განმარტების შეჯერებული შედეგი. მას შემდეგ საკითხის შესწავლაში რადიკალური ცვლილებები არ მომხდარა. პ. ბურდიემ ჩამოაყალიბა ძირითადი დასკვნები სოციალური კლასების, ტანსაცმლისა და მოდის შესახებ. ასევე ესეები „კუტურიე და მისი ხელმოწერა: წვლილი მაგიის თეორიაში“ (Le couturier et sa griffe: contribution a une theorie de la magie”, 1975) და „მაღალი მოდა — მაღალი კულტურა“ (Haute Couture – Haute Culture”, 1993).
XX-ის ბოლოსა და XXI-ის დასაწყისში მოდის არსებობის მანძილზე ყველაზე ინტენსიური ცვლილებებია თავმოყრილი. მოდა ფილოსოფოსთა, სოციოლოგთა, ეკონომისტთა, კულტურის მკვლევართა, ლინგვისტთა, ფსიქოლოგთა, ისტორიკოსთა და სხვათა კვლევის ობიექტი გახდა. სულ უფრო აქტუალური ხდება ნაშრომები, რომლებიც წვლილს შეიტანს მოდის, როგორც სოციალურ-კულტურული ფენომენის ფუნდამენტური კვლევების განვითარებაში. მნიშვნელოვანია რ. ბარტის (ინგლ. „Mythologies“, 1957) ,,მოდის სისტემა“ (ინგლ. - „The fashion system„ , ფრანგ. -“Le Systeme de la Mode“, 1967“), ჟ. ბოდრიარის (ფრანგ. Le Système des Objets, 1967), ”სიმბოლური გაცვლა და სიკვდილი“ ( ფრანგ. L'Échange Symbolique et la Mort.
Gallimard, 1976), „მომხმარებლობის საზოგადოება“ (ფრანგ.
La societe de consommation, 1987), ჟ ლიპოვეცკის (The Empire of Fashion: Dressing Modern Democracy, 1987) და სხვ. ნაშრომები, რომელნიც მოდურ პროცესს ფრანგული სტრუქტურალიზმის ჩარჩოებში განიხილავენ. მათ ნაშრომებში მოდა წარმოჩნდება, როგორც ტანსაცმელსა და ცხოვრებას, სახე-ნიშანსა და საქმეს შორის არსებული ურთიერთობების მისტიფიცირებული სისტემა, საინტერესოა ა. ბ. გოფმანის მოდის თეორიული მოდელი და ა.შ. თუმცა უნდა ითქვას, რომ მრავალრიცხოვანი კვლევები ვერ უზრუნველყოფს კონცეპტუალურ მთლიანობას მოდის გააზრებაში. სამეცნიერო ლიტერატურაში ვხვდებით ცოდნის სისტემატიზაციის მცდელობებს, მაგრამ ვფიქრობთ, შესასწავლი მოვლენის სირთულის გათვალისწინებით, უახლოეს დროში ნაკლებადაა მოსალოდნელი მოდის ცნების სრულყოფილი და ყოველმხრივი განმარტების შემუშავება. ეს, როგორც სჩანს, სწორედ ის შემთხვევაა, როცა, ფ. სოსიურს თუ დავესესხებით, თვალსაზრისი ჰქმნის თავად ობიე
Open the resolved locator · 10.48616/openscience-238
Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)