კაცების ლინგვისტური თავისებურებები ქართულ რეკლამებში
შეროზია, მაკა, Sherozia, Maka · Open Science · 2021
Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.
Open Science · OpenAlex · article · 2021
Abstract
სტატიაში განხილულია კაცების ლინგვისტური მახასიათებლები სხვადასხვა თეორიულ მასალაზე დაყრდნობით. სტატია ყურადღებას ამახვილებს კაცების მეტყველებაზე, მათთვის დამახასიათებელ სამეტყველო თავისებურებებსა და სტრატეგიებზე, რომლებსაც ადგილი აქვთ რეკლამის დისკურსში. კონკრეტულად, სტატია განიხილავს კაცების ლინგვისტურ თავისებურებებს რეკლამის დისკურსში. ანალიზი დაფუძნებულია სხვადასხვა ავტორის თეორიულ მასალასა და ქართულ რეკლამებზე, რომლებიც დაბეჭდილია ქართულ ჟურნალებში. კვლევა არ გულისხმობს ამოწუროს ამ კონკრეტული დისკურსის ყველა ასპექტი ან პასუხი გასცეს ყველა პრობლემას. უფრო სწორად, მისი მიზანია გამოააშკარაოს კაცების ლინგვისტური მახასიათებლები, რომლებიც ვლინდება ქართულ სარეკლამო დისკურსში. ეს კვლევა გვიჩვენებს, თუ რა ლინგვისტურ საშუალებებს იყენებენ კაცები, რათა შეძლონ მკითხველზე ზეგავლენის მოხდენა.
Open the resolved locator · 10.48616/openscience-138
Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)