ფუნქციური ვაშლის წვენის ფორმულირება პრობიოტიკური ბაქტერიებით წარმოების ტექნოლოგიური რეჟიმის შესაბამისად
ტყეშელიაძე, ეთერი, Eteri Tkesheliadze · Open Science · 2025
Not cached yet. This record was fetched live for this request and is stored after the lookup. Reopening the page should serve the cached copy.
Open Science · OpenAlex · article · 2025
Abstract
მიკროორგანიზმები წარმოადგენენ ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს. მცენარეული სუბსტრატებიდან გამოყოფილი პრობიოტიკური მიკროორგანიზმების ბუნებრივი მიკროფლორის განსაზღვრული ოდენობით ხილის წვენებში „დაბრუნება“ მათ ანიჭებს რძის პროდუქტების ალტერნატიულ წყაროდ გამოყენების საშუალებას. ასეთი ფუნქციური სასურსათო პროდუქტების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფად ლაქტოზის მოუნელებლობის მქონე ადამიანები გვევლინებიან. მრავალფეროვანი მიკრობული სამყაროდან არარძის პრობიოტიკური სასმელის შექმნის მიზნით გამოყენებულ იქნა რძემჟავა ბაქტერიები. ექსპერიმენტი ჩატარდა წინასწარ შერჩეული სამი შტამის კონსორციუმის გამოყენებით (Lactiplantibacillus plantarum 52, Lactiplantibacillus plantarum 74, Lactiplantibacillus plantarum 76). პრობიოტიკური ბაქტერიების ინოკულატი წვენს დაემატა პასტერიზაციის შემდეგ, 55°C-მდე გაგრილებულ კონდიციაში, სტერილურ ჭურჭელში ჩამოსხმის დროს. აღნიშნული პირობები მიესადაგებოდა ერთ-ერთი ხილის გადამამუშავებელ საწარმოს ტექნოლოგიურ რეჟიმს. ფერმენტაცია მიმდინარეობდა 96 სთ 37 °C-ზე თერმოსტატში. ფერმენტაციის შემდეგ ნიმუშები მოთავსებულ იქნა მაცივარში, 4 °C-ზე შენახვის ვადის დასადგენად. პრობიოტიკური შტამებით გამდიდრებული წვენი ასევე შეფასდა ფერის, გემოსა და არომატის მიხედვით, რისთვისაც გამოყენებულ იქნება ცხრაბალიანი ჰედონური შკალა. ტექნოლოგიური რეჟიმის დაცვით ჩატარებულმა ექპერიმენტმა აჩვენა, რომ პრობიოტიკებით გამდიდრებულ ვაშლის წვენში რძემჟავა ბაქტერიების სიცოცხლისუნარიანობა, შედარებით მაღალი ტემპერატურის გავლენით, 9.0±0.1 lg კოლონიის წარმომქმნელი ერთეული მლ-დან (კწე/მლ), შემცირდა 8.2±0.2 lg კწე/მლმდე, ხოლო მაცივარში შენახვიდან მე-10 კვირას დაეცა 7.7±0.2 lg კწე/მლ-მდე, რის შემდეგაც ჰქონდა კლებითი ტენდენცია. გამომდინარე იქიდან, რომ გასტროენტეროლოგიის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულია ის რაოდენობა (107 კწე/მლ), რომელიც უნდა შენარჩუნდეს სურსათში ფერმენტაციისა და სამაცივრე პირობებში შენახვის შემდეგ, საწარმოო პირობებში მიღებული წვენის შენახვის ვადად განისაზღვრა 10 კვირა. მიღებულ სასმელს ჰქონდა ვაშლის წვენისთვის დამახასიათებელი ფერი, ვაშლის ფაფას მსგავსი არომატი, გამოირჩეოდა ოდნავ მომჟავო გემოთი, თუმცა იყო სასიამოვნო დასალევი.
Open the resolved locator · 10.48616/openscience-134
Metadata licence: OpenAlex metadata (CC0)